სასტუმრო ველმონდი • JRW Welmond Hotel spa

Საწყობში

რეპორტი ბოროტად გამოყენებისთვის
კატეგორიები: ,
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმროებით. მაღალი კონკურენციის ფონზეც კი,   სასტუმრო Jrw Welmond Hotel Spa Casino  ახერხებს იყოს გამორჩეული, ყველასათვის სასურველი და ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.  2015 წლიდან დღემდე სასტუმრო “ველმონდი”  აოცებს  ყველა დამსვენებელს, ადგილობრივსა  თუ უცხოეულს, რაც გამოწვეულია სასტუმროს პერსონალის მაღალკვალიფიციურობითა და სერვისებით, რომელსაც “ველმონდი’ სთავაზობს დამსვენებელს. სასტუმროს სახელზე დადებითად მოქმედებს ის შეფასებები, რომელსაც დამსვენებლები უტოვებენ სხვადასხვა ცნობილ საიტზე კომენტარის სახით. სწორედ ამ  სერვისებისა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ გადაატანინა პანდემიისგან გამოწვეული რთული ეკონომიკური სიტუაცია სასტუმრო “ველმონდსაც”. სასტუმროს ადგილმდებარეობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია “ველმონდის” პოპულარობისა. სასტუმრო მდებარეობს სანაპირო ზოლთან ახლოს,  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის, ხოლო ავტოსადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე. სასტუმროში ყოველთვის მიმდინარეობს განახლება, სერვისების გაუმჯობესება და ვიზუალის კიდევ უფრო გალამაზება, თუმცა ცვლილებების მიუხედავად სასტუმრო ინარჩუნებს თავდაპირველ ავანგარდულ სტილს, რომელზეც თურქეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა განსაკუთრებულად იზრუნეს.ველმონდი, ცნობილია ბათუმელებისთვის საყვარელი Luna რესტორნით, რომელიც არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტს სთავაზობს მათი გემოვნებისთვის მორგებულ განსხვავებულ და განსაკუთრებულ კერძებს. რესტორანში შეძლებთ დააგემოვნოთ თურქული, ევროპული და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო. სასტუმროს ტერასიდან იშლება ბათუმის ულამაზესი ხედი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ტერასა იტევს 500-ზე მეტ სტუმარს.
იყავი პირველი ვინც მიმოიხილავს “სასტუმრო ველმონდი • JRW Welmond Hotel spa”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

უკაცრავად, მეტი შეთავაზება არ არის ხელმისაწვდომი

Main Menu