თუშეთი ტური • Tusheti tour

Საწყობში

რეპორტი ბოროტად გამოყენებისთვის
კატეგორიები: , ,
ფასდაკლება 10%
თუშეთის 3 დღიანი მოგზაურობა
იმოგზაურეთ თუშეთში ადგილობრივებთან ერთად
9-10-11 ივნისი
16-17-18 ივნისი
23-24-25 ივნისი
30-1-2 ივლისი
7-8-9ივლისი
14-15-16 ივლისი
21-22-23 ივლისი
28-29-30ივლისი
4-5-6აგვისტო
11-12-13 აგვისტო
18-19-20 აგვისტო
25-26-27 აგვისტო
1-2-3 სექტემბერი
8-9-10 სექტემბერი
15-16-17 სექტემბერი
22-23-24 სექტემბერი
29-30-1 ოქტომბერი
6-7-8 ოქტომბერი
 თუშთი, ადგილი სადაც ერთხელ თუ მოხვდებით თავს ვეღარასდროს დააღწევთ.მოგზაურობის დაწყების მომენტიდან ყოველი წუთი იქნება თავგადასავლებით და შთაბეჭდილებებით სავსე, თუშეთის გზა არის ყველაზე დიდი თავგადასავალი.
საქართველოს ყველაზე გამორჩეული კუთხე, კავკასიონის სიდიადე, ხელუხლებელი ტყის მასივები,ჩაჩქერები, ხევები, უძველესი ციხე კოშკები, სიპის ქვით ნაშენი სახლები, საოცარი სტუმართმოყვარეობა, უნიკალური და გამორჩეული კერძები, ადგილობრივი ლუდი, ცხენები, უნიკალური ფლორა და ფაუნდა, დაუჯერებელი თქმულებები, ლეგენდები, ისტორიები და ის მისტიური გარემო რასაც ვერცერთი ადამიანური ენა ვერ აღწერს.ეს ყველაფერი გელოდებათ თქვენ
მოსანახულებელი ადგილები
გომბორის უღელტეხილი
ალავერდის საკათდრო ტაძარი
აბანოს უღელტეხილი
ვიზიტორთა ცენტრი
სოფელი ომალო
ქუეს გადასახედი
დართლო
კვავლო
დანო
ბოჭორნა
დოჭუ
შენაქო
დიკლო
ძველი დიკლო
1დღე: ტური დაიწყება დილით ადრე 06:00საათზე შეკრების ადგილი ველოსიპედი.
გამგზავრება თბილისიდან გომბორის უღელტეხილის (1620მ)გავლით. მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს.სოფელი ლეჩურის შმდეგ იწყება სტორის ხეობა საიდანაც იწყება თუშეთის გზა და გადავალთ აბანოს უღელტეხილზე.(2826მ)მოვინახულებთ სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრს სადაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია თუშეთის ისტორიის, კულტურის, სანახაობების და ბევრი სხვა რამის შესახებ. საღამოს განთავსება საოჯახო სასტუმროში, მოვინახულებთ ომალოში კესელოს ციხე კოშკებს. საოჯახო სასტუმროში გვექნება ვახშამი ტრადიციული ქართული და თშური კერძები.
2დღე:  დილის საუზმე საოჯახო სასტუმროში.მეორე დღეს მოვინახულებთ სოფელებს დართლო,კვავლო,დანო. აქ თქვენ ნახავთ უძველეს მოწყობილ სასამართლოს სადაც ქალი მოსამართლეები ყავდათ. ასევე თუშურ კოშკებს რომლებიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა  და სრულიად აღდგა მთლიანად სოფელ დართლოსთან ერთად. გვექნება ლანჩი ბუნებაში, შემდეგ მოვინახულებთ ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე დასახლებულ სოფელ ბოჭორნას 2345მ და სოფელ დოჭუს, საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში,  გვექნება ვახშამი საოჯახო სასტუმროში.
3დღე: დილის საუზმე საოჯახო სასტუმროში. დღევანდელ დღს მოვინახულებთ კიდევ რამოდენიმე  სოფელს. შენაქოს, დიკლოს და ძველ დიკლოს. ასევე დიკლოს ციხეს და შნაქოს წმინდა გიორგის ეკლესიას რომელიც მე-19 საუკუნის ტაძარია.ამის შემდეგ გამოვემგზავრებით უკან თბილისისკენ.
გზაზე ასევე შეხვდებით სხვა უამრავ სოფელს და ნასოფლარს, უამრავ ჩანჩქერებს, თუ გაგიმართლებთ შეიძლება გადაეყაროთ დათვებს, ნიამორებს, გარეულ თხებს და უამრავ ენდემური ჯიშის ცხოველს და ფრინველს.
-ფასი სამჯერადი კვებით 450ლარი
-ფასი კვების გარეშე 330ლარი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება თბილისი-ომალო და უკან.
ტურები სამი დღის განმავლობაში
განთავსება საოჯახო სასტუმროში,ზემო ომალოში
საუზმე და ვახშამი სასტუმროში, სადილი ბუნებაში
ფასში არ შედის:
ცხენებით გასეირნება შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში ისარგებლოთ ადგილზე ამ მომსახურეობით
რეკომენდაციები:
თუშეთში აუცილებლად უნდა წამოიღოთ კომფორტული, სპორტული ან სპეციალური სამთო ფეხსაცმელი. აუცილებლად თბილი ქურთუკი და ტანსაცმელი როგორც თბილი ასევე საზაფხულოც რადგან დღისით საკმაოდ ცხელა საღამოს კი შეიძლება ღუმელთან ან კოცონთან მოკალათდეთ
თუშთში არ შეიძლება ღორის ხორცის და მისი შემადგენლობის პროდუქტების ატანა და მირთმევა, ასევე არის ადგილები სადაც არ შეიძლება ქალბატონების შესვლა. პატივი ვცეთ წესებს და ტრადიციებს რასაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იცავს და რისიც სჯერათ.
იყავი პირველი ვინც მიმოიხილავს “თუშეთი ტური • Tusheti tour”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

უკაცრავად, მეტი შეთავაზება არ არის ხელმისაწვდომი

Main Menu