შატო ატენი • Chateau Ateni
ქ. გორი, სოფელი ატენი
„შატო ატენი“ საუკეთესო ადგილია ტურისტებისთვის, სადაც მათ შესთავაზებენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.
შატოში აწარმოებენ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.
ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ გამოიყენება საფუარი და ქიმიური ნივთიერებები. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.
შატო ატენის უპირატესობა ვენახი და ღვინის დაყენების საკუთარი ტექნოლოგიაა. ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას,ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება.
მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.