კომპანია ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ გეგმავს უცხოურ ბაზარზე გასვლას. მიუხედავად გადაზიდვის პრობლემებისა მოთხოვნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. კომპანიის დამფუძნებელს კი მიაჩნია, რომ ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად «თენო» შეძლებს კონკურენციის გაწევას და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას.